UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა BBC Sport-თან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, სადაც ინგლისელმა მებრძოლმა ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. მისი თქმით, ოქტომბერში ქართველთან ჩხუბი სურს.
"ვფიქრობ ოქტაგონს ოქტომბერში დავუბრუნდები და აბუ-დაბიში ჩხუბი მსურს. ჩემი აზრით, ილია თოფურია ოლივეირას დამარცხების შემდეგ მე გამომიწვევს. თუ ქამარს ილია მოიპოვებს დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებ მასთან და დავამარცხებ. თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი შემდეგი ჩხუბი ჯასტინ გეიჯისთან უფრო რეალურია, რადგან ილია ახლა დაკავებულია.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი დივიზიონის ქამრის მოსაპოვებლად ილია თოფურია 28 ივნისს ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. UFC 317-ის ღონისძიებას ლას ვეგასი უმასპინძლებს.









