ფეხბურთი

16:30 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გარეჯმა" სტუმრად "ტორპედო" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ქუთაისის „ტორპედო“ მოულოდნელად საკუთარ მოედანზე „გარეჯთან“ დამარცხდა.

დირკ შუსტერის გუნდს ისედაც ძალიან ცუდი სეზონის პირველი ნახევარი გამოუვიდა და „გარეჯთან“ საშინაო მარცხი ამის „გვირგვინიც“ იყო.

სტუმრები მე-19 წუთზე ვახო ბედოშვილის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო მატჩის მიწურულს სერგო კუხიანიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ტორპედო“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა, 27 ქულით და მეოთხე ადგილზეა და 2 აგვისტოს, „გაგრას“ შეხვდება, თუმცა მანამდე საქართველოს სუპერთასსა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

„გარეჯი“ ოთხი ტურია დაუმარცხებელია, 18 ქულით მეშვიდეა და მომდევნო ტურში „დილას“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092573