საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში „იბერიამ“ „გაგრას“ უმასპინძლა, რომელიც 3:1 დაამარცხა.
ლევან გეგეჭკორის გოლით 29-ე წუთზე „გაგრა“ დაწინაურდა. თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ მაინც „იბერია“ იგებდა, რადგან იური ტაბატაძემ დუბლი შეასრულა. მატჩის მიწურულს ამირან ძაგანიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„იბერიამ“ სეზონის პირველი ნაწილი დაუმარცხებლად განვლო, 44 ქულით ლიდერია და 6 ქულით უსწრებს. ლევან კორღალიძის გუნდს წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელოდება, ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში კი, „თელავს“ დაუპირისპირდება.
„გაგრას“ დაუმარცხებელი სერია შეუწყდა, 20 ქულით მეექვსე ადგილზეა და მესამე წრეს „ტორპედოსთან“ მატჩით დაიწყებს.






