NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც "ნიუ იორკ ნიქსმა" საკუთარ მოედანზე "ინდიანა პეისერს" უმასპინძლა და 111:94 იმარჯვა, რითაც სერიაში ანგარიში მინიმუმამდე (2:3) შეამცირა.
შეხვედრა "ნიქსის" კარნახით მიმდინარეობდა და მასპინძლებმა ყველა პერიოდი გარდა ბოლოსი დამაჯერებლად მოიგო, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.
"ნიქსის" შემადგენლობაში საუკეთესოები ჯალენ ბრუნსონი და კარლ-ანტონი ტოუნსი იყვნენ, რომლებმაც ჯამში "ინდიანას" კალათში 56 ქულა ჩააგდეს.
გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა "ინდიანას" დარბაზში პირველ ივნისს გაიმართება.ცნობისთვის, დასავლეთ კონფერენციის ფინალში "ოკლაჰომამ" "მინესოტა" 4:1 დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს.