ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ანტონიმ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა გერმანიაში, კონკრეტულად კი "ლევერკუზენში" გააგრძელოს.აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერი ერიკ ტენ ჰაგის სურვილია, რადგან მას ბრაზილიელ ფეხბურთელთან ერთად როგორც "აიაქსში" ისე "მანჩესტერში" მუშაობის დროს უმუშავია და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
ანტონიმ 2024-2025 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით "რეალ ბეტისში" გაატარა. გავრცელებული ცნობებით, "მანჩესტერს" ბრაზილიელის დატოვება გუნდში არ სურს და ზაფხულში მის გაყიდვას გეგმავს, რაც აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობას ზრდის.
ცნობისთვის, 55 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი მომდევნო 2 წლის განმავლობაში "ბაიერ ლევერკუზენში" იმუშავებს.






