საჩემპიონო ორთაბრძოლამდე, შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილთან გამართულ პირველ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე მერაბმა. ყოფილი ჩემპიონის თქმით, რემატჩის წინ მის მოგებას არავინ ელოდება და ნაადრევად ჩამოწერეს.
"მერაბთან პირველ ბრძოლაში გადამწყვეტი პირველი რაუნდი იყო, რომელიც მას მისცეს. მესამე და მეხუთე რაუნდი მსაჯების ფურცელზე მე მოვიგე, ხოლო მეორე და მეოთხე ცალსახად მერაბმა მოიგო. ვფიქრობ პირველი რაუნდიც მე მეკუთვნოდა, რადგან გაცილებით დიდი ზიანი მივაყენე მერაბს, ვიდრე მან. მერაბმა წამაქცია, შემდეგ კი მხოლოდ თავი ეჭირა და პროვოცირებას ცდილობდა თითქოს მახრჩობდა, არადა არანაირი ზიანი არ მიმიღია. ეს ჩხუბი გაცილებით ახლო იყო, ვიდრე ეს ხალხს წარმოუდგენია. ვფიქრობ რემატჩის წინ ჩემს გამარჯვებას არავინ ელოდება და ნაადრევად ჩამომწერეს. გულშემატკივარს ვპირდები, რომ განსხვავებული ბრძოლა იქნება." - განაცხადა ო'მალიმ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო რემატჩი 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისი) ნიუ ჯერსიში გაიმართება.









