ფეხბურთი

19:36 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტონი პარკერი: "მინდა ლიგა პსჟ-მ მოიგოს, ეს დამსახურებული ჯილდო იქნება"

ფრანგმა ყოფილმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა Lequipe-თან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა. მან "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელები შეაქო და განაცხადა, რომ სურვილი აქვს თასი პარიზელებმა მოიგონ.

"მინდა ჩემპიონთა ლიგა პსჟ-მ მოიგოს. ეს იქნება დამსახურებული ჯილდო, რომელიც მათ 15 წლის მანძილზე გასწიეს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქმე გვაქვს რეალურ გუნდთან, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ისინი რასაც განსაკუთრებულს აკეთებენ, გუნდურად თამაშობენ როგორც შეტევაში ისე დაცვაში, განსხვავებით წინა გუნდებისგან. ფეხბურთელები იბრძვიან ყველა მონაკვეთში და ამავდროულად თამაშობენ ლამაზ ფეხბურთს, ლუის ენრიკე საოცარი მწვრთნელია, რომელმაც არნახული სამუშაო გაწია."

"ნორმანდიაში დავიბადე, 14 წლის ვიყავი, როცა პარიზში ჩავედი და მალევე გავხდი პსჟ-ს გულშემატკივარი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კარიერა დავასრულე. ხშირად დავდივარ მათ თამაშებზე. მოხარული ვარ მათი წარმატებით, რადგან როდესაც საქმე ევროპულ ტიტულს ეხება, ვფიქრობ ეს მთელი საფრანგეთის გამარჯვებაა და არა მხოლოდ პარიზის.

ცნობისთვის, ტონი პარკერი "სან ანტონიოში" გადასვლამდე, სწორედ "პარი სენ-ჟერმენის" საკალათბურთო გუნდში 1999-2001 წლებში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვალ 31 მაისს საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091261