ფლორენციის „ფიორენტინამ“ დავიდ დე ხეასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელმა მეკარემ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
34 წლის ფეხბურთელი შარშან „ფიორენტინამ“ უფასოდ დაიმატა, მას შემდეგ, რაც ის ერთი წელი უგუნდოდ იყო, მაგრამ ეს მის ფორმას არ დაეტყო, დე ხეამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.
ფლორენციული გუნდის მაისურით დავიდ დე ხეამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ესპანელი მეკარე "ფიორენტინამდე" "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობდა.






