კალათბურთი

1:37 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 17, ბურჯანაძის 13 და ბოლდუინის 8 ქულა რეგულარული სეზონის ბოლო ტურში

ესპანეთის ლიგა ენდესას 34-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „მანრესასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 83:86 დამარცხდა.

შერმადინმა 28 წუთში 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 7-დან საჯარიმო ჩააგდო. ის შედეგიანი მხოლოდ თანაგუნდელ ფიტიპალდოს ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. თუმცა მატჩის MVP ქართველი ცენტრი გახდა.

„ტენერიფემ“ რეგულარული სეზონი 25 მოგებით და 9 წაგებით მესამე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში „ჟუვენტუტ ბადალონას“ შეხვდება.

ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ სეზონი „ბასკონიასთან“ შინ მარცხით დაასრულა - 101:105.

ბურჯანაძემ 22 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა დ 1 პასი დააგროვა. ბექამ 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. „ბასკონიას“ რიგებში კამარ ბოლდუინმა 20 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ბასკონია“ 19 მოგებით და 15 წაგებით მერვე ადგილზე გავიდა, პლეი-ოფში „რეალთან“ თამაში მოუწევს, ხოლო „ლეიმა კორუნიას“ 7 მოგებით და 27 წაგებით ბოლო ადგილი ერგო და დაქვეითდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162613