ფეხბურთი

13:12 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" "ტორინოს" ნახევარმცველის დამატება სურს

„მილანი“ „ტორინოსა“ და იტალიის ნაკრების ნაკრების ნახევარმცველის სამუელე რიჩის დამატებაზე მუშაობს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია. „როსონერი“ 23 წლის ნახევარმცველს კონტრაქტს 2029 წლამდე და სეზონში 2.5 მილიონ ევროს სთავაზობს. მისაღები შეთავაზების შემთხვევაში „ტორინო“ მზადაა გუნდის ლიდერი გაყიდოს.

სამუელე რიჩი „ემპოლის“ აღზრდილია, „ტორინოს“ კი, 2021 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 109 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.201336