„პარი სენ-ჟერმენმა“ და ხვიჩა კვარაცხელიამ 2024-2025 წლების სეზონში საფრანგეთში ყველაფერი მოიგეს, ჩემპიონთა ლიგაც ტრიუმფით დაასრულეს, მაგრამ ჯერ დასვენების დრო არაა.
პსჟ-ს წინ კიდევ ერთი გამოწვევა აქვს, მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ახალი ფორმატით პირველად ჩატარდება. რა თქმა უნდა, ლუის ენრიკეს გუნდი ტურნირის მთავარ ფავორიტებშია. მსოფლიოს ჩემპიონატი ზუსტად ორ კვირაში დაიწყება, ასე რომ, მალე კვარა და კომპანია ახალ ტიტულს შეუტევენ.
ტურნირში 32 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფებში არიან განაწილებული და ჯგუფური ეტაპი შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:
A ჯგუფი
პალმეირასი (ბრაზილია)
პორტუ (პორტუგალია)
ალ აჰლი (საუდის არაბეთი)
ინტერ მაიამი (აშშ)
B ჯგუფი
პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ბოტაფოგო (ბრაზილია)
სიეტლ სანდერსი (აშშ)
C ჯგუფი
ბაიერნი (გერმანია)
ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია)
ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
ბენფიკა (პორტუგალია)
D ჯგუფი
ფლამენგო (ბრაზილია)
ესპერანსი (ტუნისი)
ჩელსი (ინგლისი)
ლოს ანჯელესი (აშშ)
*ლოს ანჯელესმა მექსიკური ლეონი შეცვალა, რომელიც ფიფამ ტურნირიდან გარიცხა.
E ჯგუფი
რივერ პლეიტი (არგენტინა)
ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია)
მონტერეი (მექსიკა)
ინტერი (იტალია)
F ჯგუფი
ფლუმინენსე (ბრაზილია)
დორტმუნდი (გერმანია)
ულსანი (სამხრეთ კორეა)
მამელოდი (სამხრეთ აფრიკა)
G ჯგუფი
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ვიდადი (მაროკო)
ალ-აინი (საამიროები)
იუვენტუსი (იტალია)
H ჯგუფი
რეალი (ესპანეთი)
ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი)
პაჩუკა (მექსიკა)
ზალცბურგი (ავსტრია)
ტურნირის ფორმატი: 32 გუნდი რვა 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მერვედფინალიდან პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ ბრძოლას. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში გაიმართება.
"პარი სენ-ჟერმენის" კალენდარი
უკვე ცნობილია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჯგუფში 15 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება, 20 ივნისს, 05:00 საათზე ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“, ხოლო ბოლო ტურში 23 ივნისს, 23:00 საათზე ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“. ასე რომ, პსჟ-ს და კვარას ივნისში და ალბათ ივლისშიც, ახალი თავგადასავალი ელოდებათ, კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსიც ექნებათ.