ფეხბურთი

12:26 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხელით გატანილი გოლის გამო ნეიმარი მოედნიდან გააძევეს (VIDEO)

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში "სანტოსმა" საკუთარ მოედანზე "ბოტაფოგოს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

"სანტოსის" მარცხის მიზეზი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ნეიმარი გახდა, რადგან 33 წლის ბრაზილიელი მოედნიდან 75-ე წუთზე გააძევეს. ნეიმარმა "ბოტაფოგოს" კარში გოლი ხელით გაიტანა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს, 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი არტურმა გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ ნეიმარმა სოციალურ ქსელში "სანტოსის" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

"რომ არა ჩემი შეცდომა დღეს აუცილებლად მოვიგებდით. ძალიან შევცდი, გთხოვთ მაპატიოთ." - დაწერა ნეიმარმა.

ცნობისთვის, ტრავმის შემდეგ ნეიმარისთვის პირველი მატჩი იყო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ბრაზილიელმა "სანტოსში" დაბრუნების შემდეგ 14 მატჩი მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094087