ფეხბურთი

14:59 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" ფლორიან ვირცის ტრანსფერზე "ლივერპულის" მეორე შეთავაზებაც დაბლოკა

"ლივერპული" მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს, ინგლისელები "ლევერკუზენიდან" ჯერემი ფრიმპონგის შემდეგ ფლორიან ვირცის გადაბირებასაც გეგმავენ და მოლაპარაკებებს გერმანელებთან აქტიურად აწარმოებენ.

როგორც გერმანული გამოცემა Kicker-ი იუწყება, "ლევერკუზენმა" ვირცის ტრანსფერზე ინგლისელების მეორე შეთავაზებაც დაბლოკა. წყაროს ცნობით "ლივერპულის" შეთავაზება 130 მილიონთან ერთად ტრანსფერში ჰარვი ელიოტის და ჯარელ ქუანსა ჩართვა იყო, თუმცა "ფარმაცეფტების" მოთხოვნა მკაფიოა და ახალგაზრდა გერმანელის სანაცვლოდ 150 მილიონს ითხოვენ.

ცნობისთვის, 22 წლის ფლორიან ვირცის გადაბირებით "ლივერპულის" გარდა მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, გერმანელმა ფეხბურთელმა 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 45 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089011