ფეხბურთი

19:40 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურში

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2024-2025 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ხელმძღვანელობამ გამოარჩია, ასე რომ, ოფიციალურ სიმბოლურში დაასახელეს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ოთარი მანამდე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის ეგიდით 2024-2025 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თანაც ზედიზედ მეორედ. გარდა ამისა, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა, სადაც გოლი გაიტანა, ფრანგული „ლილის“ კარში.

კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს და ოთხი ტიტული მოიგო: 2024 და 2025 წლებში ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატი, ხოლო 2023 და 2024 წლებში ასევე ზედიზედ ორჯერ ავსტრიის თასი. გარდა ამისა, ის ბოლო ორი სეზონი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09999