ფეხბურთი

21:00 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების საბოლოო განაცხადი ევროპის ჩემპიონატისთვის
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ზე დიდი დანაკლისით ითამაშებს

საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების საბოლოო, 23-კაციანი განაცხადი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია.

თავდაპირველ, 29-კაციანი შემადგენლობიდან ბევრი ცვლილებაა, უმეტესობა ტრავმების გამო, რადგან ჟერალ ბატიკლის გუნდს არნო კალიმუენდო, აიუბ ბოადი, დილან ბაკვა, ენცო მილო და უგო ეკიტიკე გამოაკლდა. ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დეზირე დუე, რაიან შერკი, უორენ ზაირ-ემერი და ბრედლი ბარკოლა რომ არ ითამაშებდნენ, ეს აქამდეც ცნობილი იყო.

მოკლედ, საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების რესურსი ძალიან დიდია, მაგრამ შემადგენლობა ძალიან გადახალისებულია. საფრანგეთი ჯგუფური ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა, ხოლო საბოლოო განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ობედ ნკამბადიო (პარიზი), გუილამ რესტე (ტულუზი), რობინ რისე (რედ სტარი)

მცველები: ისმაელ დუკურე (სტრასბური), კასტელო ლუკება (ლაიპციგი), კრისლან მაციმა (აუგსბურგი), კრისტიან მავისა (მონაკო), ქუენტინ მერლინი (მარსელი), კილიან სილდილია (ფრაიბურგი), ნათან ზეზე (ნანტი)

ნახევარმცველები: ლუსიენ აგუმე (სევილია), ჯაუი სისე (რენი), ანდი დიუფი (ლანსი), ფელიქს ლემარეშალი (სტრასბური), იოჰან ლეპენანი (ნანტი), სოუნგუტუ მაგასა (მონაკო)

თავდამსხმელები: მათის აბლინი (ნანტი), ჟან-მატეო ბაოია (აინტრახტი), ტიერნო ბარი (ვილიარეალი), საიმონ ბუაბრი (მონაკო), ვილსონ ოდობერი (ტოტენჰემი), ლუმ ჩაუნა (ლაციო), მათის ტელი (ტოტენჰემი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.

ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099915