კალათბურთი

0:39 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 7 ქულა, "ვირტუსი" ნახევარფინალის მეორე მატჩში დამარცხდა

იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ საკუთარ მოედანზე „ოლიმპია მილანოსთან“ 66:85 დამარცხდა.

სტუმრები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და გამარჯვება ადვილად მოიპოვეს.

შენგელიამ 20 წუთში 7 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. თორნიკემ 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1), მომდევნო მატჩის კი, მილანში, 5 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08589