კალათბურთი

1:10 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის შესანიშნავი თამაში ლიგა ენდესას მეოთხედფინალში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ჟუვენტუტ ბადალონა“ 96:81 დაამარცხა და დაწინაურდა.

პირველი ტაიმი დაძაბული იყო, მასპინძლები მხოლოდ ერთი ქულით იგებდნენ, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდში „ტენერიფემ“ მეტოქეს აჯობა და საბოლოოდ 15 ქულის სხვაობით მოიგო.

გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 14 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო და სამქულიანი არ უსვრია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარსელინო უერტასი იყო: ბრაზილიელმა 39 ქულა მიითვალა და „ტენერიფეს“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სერიის მეორე მატჩს „ტენერიფე“ 4 ივნისს, უკვე სტუმრად ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092219