ფეხბურთი

2:10 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

Kicker: "შტურმის" სეზონის საკვანძო მოთამაშე - ოთარ კიტეიშვილი"

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი Kicker-მა ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და ის „შტურმის“ მთავარ მოთამაშედ დაასახელა.

ცნობილი გამოცემა კიტეიშვილის შესახებ წერს:

საკვანძო მოთამაშე

ზედიზედ მეორე წელია კლუბის პრეზიდენტების, მენეჯერებისა და მწვრთნელების მიერ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ კიტეიშვილი დასახელდა. მისი 12 გოლი ბუნდესლიგაში „შტურმის“ საუკეთესო შედეგი იყო და გრაცელთა არცერთი სხვა მოთამაშე არ მონაწილეობდა შეტევაში (140) უფრო მეტად, ვიდრე ქართველი. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ნახევარმცველი გასული სეზონის თერთმეტეულში „კიკერის“ ვერსიითაც მოხვდა.

თუმცა კიტეიშვილის ღირებულება შტურმისთვის მხოლოდ ციფრებით არ იზომება. ჩემპიონები ზალცბურგში (2:1) და ლინცში (1:0) გამარჯვებებს დიდწილად ქართველის გენიალურობას უმადლიან. მოედნის გარეთაც, სწორედ კიტეიშვილმა დააბრუნა სწორ გზაზე რთულ მომენტებში. სწორედ ის გაუძღვა გუნდს თებერვალში „ვოლფსბერგერთან“ 0:3 მარცხის შემდეგ - და შემდეგ თავისი ჩვეული ძლიერი თამაშით ლიდერობდა.

სეზონის მომენტი: კიტეიშვილის ოცნების გოლი ზალცბურგში

კიტეიშვილმა შთამბეჭდავად აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის „შტურმისთვის“ 13 აპრილს ზალცბურგში. საშინაო გამარჯვება „ზალცბურგს“ ცხრილის სათავეში დააყენებდა და ყველაფერი ამ სცენარზე მიუთითებდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ზალცბურგი“ პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს იგებდა. მაგრამ შემდეგ ოთარ კიტეიშვილის მომენტი დადგა: ქართველმა ანგარიში პენალტით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელიც საოცნებო გოლების კატეგორიიდანაა. იურგენ ზაუმელმა 10 კაცით მიღწეული გასვლითი გამარჯვება სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად შეაფასა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის ეგიდით 2024-2025 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თანაც ზედიზედ მეორედ. გარდა ამისა, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა, სადაც გოლი გაიტანა, ფრანგული „ლილის“ კარში.

კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს და ოთხი ტიტული მოიგო: 2024 და 2025 წლებში ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატი, ხოლო 2023 და 2024 წლებში ასევე ზედიზედ ორჯერ ავსტრიის თასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096998