ფეხბურთი

16:26 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა და ლიგა 1-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი სეზონი დაუფასდა. დღეს გავლენიანმა გამოცემა Transfermarkt-მა ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება განაახლა და მისი ფასი 90 მილიონი ევრო გახდა.

"პარი სენ ჟერმენის" შემტევის ღირებულება ბოლოს 80 მილიონი ევრო იყო და 10 მილიონით გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ "ნაპოლიდან" პარიზულ გუნდში გადასვლის პერიოდში კვარას ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენდა.

კვარა პსჟ-ს, ლიგა 1-ის და საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, მარცხენა გარემარბებს შორის მეორე ადგილზეა ვინისიუსის შემდეგ (200 მილიონი), 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში მეოთხეა ბუკაიო საკას, როდრიგოსა და მოისეს კაისედოს შემდეგ, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მე-19 პოზიციაზეა.

საქართველოს ნაკრების ლიდერს შესანიშნავი წელი ჰქონდა, მან ცოტა ხნის წინ დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირი მოიგო სადაც ითამაშა. მათ შორის გახდა იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონი და ასევე ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, რომლის ფინალშიც "ინტერის" წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.

2 ქვეყნის ჩემპიონობითა და ტრებლით კი მეორე ფეხბურთელი გახდა ვინც ეს შეძლო. კვარაცხელია პარიზულ გუნდში იანვარში გადავიდა, 25 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167382