ფეხბურთი

22:22 | 3.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფარერის კუნძულებთან და კაბო-ვერდესთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

შეკრების მეოთხე დღეს ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ გუნდს აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი შეუერთდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს გაეჯიბრება. ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170668