საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში გადის.
ავსტრიული შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი, ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21-წლამდელები, რუმინელებს, დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე ფორაუს ურკრაფტ არენაზე დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Setanta Sports-ი შემოგთავაზებთ.
დღევანდელ მატჩს, მიკრო-ტრავმების გამო - ნოდარ ლომინაძე და საბა გოგლიჩიძე გამოტოვებენ.
21-წლამდე ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.