ფეხბურთი

9:22 | 4.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს ტურამის რეაქცია როდესაც დეშამმა პსჟ-ს ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა (+VIDEO)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს, სადაც მათი მოწინააღმდეგე ესპანეთის ნაკრები იქნება.

საფრანგეთის ნაკრების შეკრებას გუშინ პსჟ-ს ფეხბურთელები შეუერთდნენ, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, რამდენიმე დღე დასვენების საშუალება ჰქონდათ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პარიზული კლუბის ფეხბურთელებს ლიგის მოგება მიულოცა, რასაც ყველა ფეხბურთელის ემოციები მოყვა, გამონაკლისი მხოლოდ "ინტერის" შემტევი მარკუს ტურამი იყო, რომელსაც აღნიშნული ფაქტი არ მოეწონა. ტურამის ეს ემოცია არც კამერებს და არც ნაკრების სხვა ფეხბურთელებს გამოჰპარვიათ, რის გამოც კილიან მბაპემ "ნერაძურის" შემტევს დასცინა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 5 ივნისს გაიმართება, ხოლო მეორე ნახევარფინალური წყვილია - გერმანია-პორტუგალია.


საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის:


მეკარეები: ლუკა შევალიე (ლილი), მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (რენი)

მცველები: ლოიკ ბადე (სევილია), ლუკა დინი (ასტონ ვილა), მალო გუსტო (ჩელსი), ლუკა ერნანდესი (პარი სენ-ჟერმენი), ტეო ერნანდესი (მილანი), პიერ კალულუ (იუვენტუსი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), კლემენ ლენგლე (ატლეტიკო), ბენჟამინ პავარი (ინტერი)

ნახევარმცველები: მატეო გენდუზი (ლაციო), მანუ კონე (რომა), ადრიენ რაბიო (მარსელი), ორელინ ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი)

თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი), რაიან შერკი (ლიონი), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი), რანდალ კოლო მუანი (იუვენტუსი), კილიან მბაპე (რეალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), მარკუს ტურამი (ინტერი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095973