ფეხბურთი

11:51 | 4.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "კლუბები კარგ შემოსავალს იღებენ, მაგრამ ეს ფეხბურთელებს ანადგურებს"

"ნიდერლანდების" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პორტუგალიასთან გასამართი ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გააკეთა. კუმანის თქმით, ეს ყველაფერი ფეხბურთელებს ანადგურებს.

"ვფიქრობ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩატარება აბსურდია. გასაგებია, რომ კლუბები ამ ყველაფრით სოლიდურ შემოსავალს იღებენ, თუმცა ძნელად წარმოსადგენია ამ ტურნირის მოგება რომელიმე ფეხბურთელს გაუხარდეს, მით უფრო ისეთებს, რომლებსაც არაერთი ტიტული აქვთ მოგებული. ეს ყველაფერი ფეხბურთელებს ანადგურებთ, რადგან ფაქტობრივად დასვენების საშუალება არ ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება ნიდერლანდებსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის დღეს 23:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით წელს პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ჯამში 32 გუნდი მიიღებს. ტურნირი აშშ-ში ჩატარდება, სტარტს 15 ივნისს აიღებს და 13 ივლისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09501