ფეხბურთი

11:09 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ნაგელსმანმა ერთა ლიგაზე პორტუგალიასთან მარცხის მიზეზები ახსნა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებთან მარცხზე ისაუბრა (1:2).

„პირველ ტაიმში უკვე ვკარგავდით ინიციატივას, თუმცა ანგარიში მხოლოდ 0:0 იყო და პორტუგალიას ჩვენთვის დიდი მოთხოვნები არ წამოუყენებია. მოედანზე კი ვერ გამოვავლინეთ თავი, ბურთი ისე არ გვეჭირა, როგორც საჭირო იყო. დაცვაში კი გაცილებით ნაკლებად აგრესიულები ვიყავით, ვიდრე წინა მატჩებში.

დღეს ის რისხვა გვაკლდა, რომლითაც ბოლო თვეებში ვთამაშობდით. ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში იყო წელიწადნახევრის განმავლობაში. რაც შეეხება გუნდის განწყობას, მოედანზე კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ ჩვენი აქტივობა საკმარისად მაღალი არ იყო. ვირცის გოლის შემდეგ თამაში შევწყვიტეთ. ანგარიში მხოლოდ 1:2 იყო, თუმცა 0:3-ს ჰგავდა. ბოლოსკენ ცოტა დავიღალეთ. ზოგიერთ პოზიციაზე 100%-ით მზად არ ვიყავით. ახლა უნდა გავარკვიოთ, რატომ მოხდა ეს - ეს თითოეულ ჩვენგანს გვეხება, მათ შორის მწვრთნელებსაც“, - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს T-Online.

ახლა გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი ელის, სადაც ბუნდესტიმი ნახევარფინალის მეორე წყვილის - ესპანეთისა და საფრანგეთს შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08892