ფეხბურთი

14:26 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტები დაასახელა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ უპასუხა კითხვას, თუ ვინ უნდა მოიგოს „ოქროს ბურთი“ 2024/2025 წლების სეზონის ბოლოს.

„მე იამალს ვუჭერ მხარს „ოქროს ბურთის“ მოსაგებად. ასევე ფაბიანს (რუისს) და პედრის. ჩემთვის ისინი საუკეთესოები არიან, მათ ყველაფერი აქვთ ამ პრიზზე ნომინაციისთვის. ამიტომ, ჩემს ხმას ლამინს, ფაბიანს, პედრის ან ნებისმიერ სხვა ნომინირებულ ესპანელ ფეხბურთელს მივცემ“, - ციტირებს დე ლა ფუენტეს სიტყვებს Marca.

მედიის ცნობით, ჯილდოს მთავარი პრეტენდენტები არიან რაფინია (ბარსელონა), უსმან დემბელე (პსჟ), ლამინ იამალი (ბარსელონა), პედრი (ბარსელონა) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული).

2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი როდრი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094354