ფეხბურთი

22:32 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფარერების მწვრთნელი: "გულდასაწყვეტია, რომ დავმარცხდით, რადგან მომენტები გვქონდა"

ფარერების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეიდუნ კლაკსტეინმა საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„სავარჯიშო მატჩი გამოდგა, რომელშიც შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცათ. ზოგიერთმა მათგანმა დავალებებს თავი კარგად გაართვა. მოლოდინებთან შედარებით უფრო გახსნილი თამაში გამოდგა. გვქონდა საგოლე მომენტები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ და გულდასაწყვეტია, რომ ფრე მაინც ვერ ვითამაშეთ. რამდენიმე სიტუაციაში ჩვენც გადავრჩით. ახლა შემდეგი მატჩისთვის მოვემზადებით.

საქართველო არ თამაშობდა ძლიერი შემადგენლობით, მაგრამ იმავე სიტუაციაში ვიყავით, ჩვენც არ გვყავდა ყველა საუკეთესო ფეხბურთელი. ტაქტიკურად ბევრი ახალი რამ გამოვცადეთ, უფრო მეტ პრესინგს და ზეწოლას ვცდილობდით, რამაც სივრცეები გახსნა და დაცვაში შეცდომები გამოიწვია. კუთხურის დროს დაშვებული შეცდომა არ გვეპატია, საქართველოს ნაკრების მეკარემაც ძალიან კარგად ითამაშა. სწორედ გამოუყენებელი მომენტებს გამო ვარ გულდაწყვეტილი“, - თქვა კლაკსტეინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდესთან გამართავს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.

0.088885