ფეხბურთი

18:14 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლგბტ დროშის დაფარვის გამო ლიგა 1-ის ორი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„ლიონის“ ფეხბურთელი ნემანია მატიჩი და „ლე ავრის“ წევრი აჰმედ ჰასანი LFP (საფრანგეთის პროფესიული ლიგა), ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

საქმე ისაა, რომ ლიგა 1-ის ბოლო ტურში ორივე ფეხბურთელმა მაისურზე დატანილი LGBT დროშის ფერები თეთრი ლენტით დაფარა და მოედანზე ისევ გავიდნენ. თავის მხრივ, „ნანტის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოსტაფა მოჰამედმა თამაშზე სულაც უარი თქვა.

მატიჩი და ჰასანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გარდა ამისა, მათ 6 თვის განმავლობაში ჰომოფობიის საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში მონაწილეობა დაევალათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098133