„მილანში“ ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი გადაწყდა. ჯერ კიდევ „რეალის“ ფეხბურთელი იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მომდევნო კვირაში ლეგენდარული ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ხორვატიაში გაივლის. ის „მილანთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით, ხოლო ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ლუკა მოდრიჩმა 2012 წლიდან მადრიდის „რეალის“ რიგებში ჩატარებულ 591 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე პასი მიითვალა. მან ესპანურ გრანდში 27 ტიტული მოიგო: 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 5-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 5-ჯერ ევროპის სუპერთასი და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი. ასევე, გახდა ოქროს ბურთის მფლობელი.









