ფეხბურთი

1:50 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენმა "ალ-ჰილალის" სარფიან შეთავაზებაზე უარი თქვა და ევროპაში დარჩენა სურს

„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენს ყიდის, ნიგერიელის დამატება „ალ-ჰილალს“ სურს, რომელიც მას ძალიან სარფიან კონტრაქტს სთავაზობს, მაგრამ ოსიმენს საუდის არაბეთში გადაბარგება არ უნდა.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, 26 წლის ნიგერიელმა „ალ-ჰილალის“ შეთავაზება დაბლოკა და ევროპაში დარჩენას აპირებს. ოსიმენის ამ ნაბიჯმა „გალათასარაის“ იმედი მისცა, რომ ფეხბურთელს „ნაპოლიდან“ გამოისყიდის და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო.

ოსიმენმა გასული სეზონი „გალათასარაიში“ იჯარით გაატარა და თურქული გუნდის მაისურით 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა.

ჯერჯერობით, უცნობია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში ოსიმენი, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ „ნაპოლი“ მას გაყიდის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102828