ფეხბურთი

17:00 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" 20 წლის მეკარეს ყიდულობს

"ლივერპული" ახალგაზრდა უნგრელი მეკარის არმინ პეცის დამატებასთან ახლოსაა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ჯერ ჯერობით უცნობია სატრანსფერო თანხა, თუმცა თუ ეს შეთანხმება შედგება 20 წლის არმინ პეცი "პუშკაშ აკადემიის" ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი გახდეს.

არმან პეცსს "პუშკაშ აკადემიასთან" კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს, მისი სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის მიხედვით 800 000 ევროა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" გასულ ზაფხულს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიადან" იყიდა და კლუბს ამ ზაფხულს შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096472