პორტუგალიაში ევროპის პარაკაიაკის მარათონი გაიმართა. საქართველოს სახელით მოასპარეზე პარასპორტსმენმა სერჰი იემელიანოვმა 12 კილომეტრანი დისტანცია 1:08:24 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემილიანოვმა პარაკანოეს მსოფლიოს თასზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს მედალი არ ჰქონია.
ქართველი პარასპორტსმენი ევროპის პარაკაიაკის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.