ფეხბურთი

18:30 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო კიეზა სერია A-ში დაბრუნებას გეგმავს

ფედერიკო კიეზამ შესაძლოა „ლივერპული“ დატოვოს და სერია A-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, კიეზას უყვარს „ლივერპული“, მაგრამ შეზღუდული სათამაშო დრო პრობლემას წარმოადგეს და იტალიურმა კლუბებმა პოტენციური გარიგების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად კონტაქტები დაიწყეს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

ფედერიკო კიეზა „ლივერპულს“ შარშან შეუერთდა და გასულ სეზონში 14 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092351