კლუბის ბოლო კვარტალური ანგარიშის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საოპერაციო ხარჯები 41.6 მილიონი ფუნტით (49.5 მილიონი ევრო) შეამცირა, ამის შესახებ The Sun იტყობინება.
წყაროს ცნობით, აღნიშნული შემცირების შემდეგ, „წითელი ეშმაკები“ მზად არიან, „სპორტინგს“ თავდამსხმელ ვიქტორ დიოკერეშში 60 მილიონი გირვანქა (71.4 მილიონი ევრო) შესთავაზონ. ამავდროულად, 27 წლის თავდამსხმელის კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი 80 მილიონი ფუნტის (95.2 მილიონი ევრო) ოდენობითაა გათვალისწინებული, თუმცა „მანკუნიანელები“ აპირებენ, მათთვის ხელმისაწვდომ თანხაზე მოლაპარაკება სცადონ.
გასულ სეზონში დიოკერეშმა ყველა ტურნირზე 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 54 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.









