საქართველოს ნაკრების მეტოქე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, თურქეთის ეროვნული გუნდი ისტ ჰარფორდში (აშშ), აშშ-ის ნაკრებს ესტუმრა და ამხანაგურ მატჩში 1:2 დაამარცხა.
პირველივე წუთზე ანგარიში მასპინძელმა ჯეკ მაკგლინმა გახსნა. შემდეგ სამწუთიან მონაკვეთში თურქებმა ორჯერ გამიჩინეს თავი. გოლები არდა გიულერმა (24 წთ) და ქარემ აქთურქოღლუმ (27 წთ) გაიტანეს. საბოლოოდ შეხვედრაც ასე დასრულდა - 1:2.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს.
E ჯგუფის პირველ შესარჩევ მატჩში, 4 სექტემბერს, ჩვენიანები თურქებს თბილისში უმასპინძლებენ. მატჩი 20 საათზე დაიწყება.









