ფეხბურთი

11:46 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჩემი თამაში თითქმის გამორიცხულია"

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაივლის. პორტუგალიელს ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ როგორც მან თქვა, ამ ტურნირზე მისი თამაში თითქმის გამორიცხულია.

„ჩემი მენტალიტეტია, რომ დღითიდღე ვიფიქრო, სათამაშოდ ბევრი წელი არ დამრჩა, მაგრამ მომენტით ვტკბები. კარიერის დასრულების კონკრეტული დღე არ არსებობს, ბედნიერი ვარ, რომ ახლა აქ ვარ, მინდა ვისიამოვნო და გავაგრძელო მანამ, სანამ ფეხბურთის თამაში მომწონს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე არ ვითამაშებ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოწვევა და წინადადება მივიღე. იყო მოლაპარაკებები, კონტაქტები, მაგრამ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა ვიფიქრო“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას. თუმცა, დიდი შანსია, ისევ არაბულ კლუბში დარჩეს, რომელთანაც ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169886