ისტორია გამეორდა, მერაბ დვალიშვილი კვლავ დაუმარცხებელია - ქართველმა მებრძოლმა ნიუ ჯერსიში UFC-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. შონ ომალის რევანშის წყურვილი კი ისევ დაუკმაყოფილებელი დარჩა. ქართველი მანქანა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.
საღამოს მთავარი ბრძოლა დვალიშვილმა აქტიურად დაიწყო და ამერიკელს მაღალი ტემპი შესთავაზა, შუა პარტერში რამდენჯერმე გადაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე მომენტს ეძებდა, 34 წლის მანქანამ ყველაფერი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაასრულა და ბოლო დროის სუპერმსუბუქი დივიზიონის უცვლელი ჩემპიონია.
ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებას არაერთო ცნობილი სახე ესწრებოდა. დარბაზი იმყოფებოდა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გამარჯვების შემდეგ ქართველი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.

დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში 24-დან 20 ბრძოლა აქვს მოგებული. ეს კი მისთვის ზედიზედ მე-13 გამარჯვება იყო და ამ მხრივ ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენტ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა.
ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ის ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.
შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი და ისევ შონ ომალი. ვინ იქნება შემდეგი, ამას შერეული ორთაბრძოლების სამყარო ახლო მომავალში გაიგებს. ჩვენ კი ვიცით, რომ ქართველის გაჩერება მარტივად შეუძლებელი იქნება.









