ერთა ლიგაზე მესამე ადგილი საფრანგეთის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც მასპინძელი გერმანია 2:0 დაამარცხა.
სტუმრებმა აჯობეს მეტოქეს, კლასში სხვაობა იგრძნობოდა. დიდიე დეშამის გუნდი 45-ე წუთზე კილიან მბაპემ დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს მბაპემ გოლს საგოლე პასი დაუმატა და საბოლოო ანგარიში მაიკლ ოლისემ დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ფინალი დღეს გაიმართება, რომელშიც ესპანეთი პორტუგალიას შეხვდება.









