ფეხბურთი

20:55 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენმა "ალ-ჰილალში" გადასვლაზე უარი თქვა

ვიქტორ ოსიმენმა აზრი ისევ შეიცვალა და „ალ-ჰილალში“ გადასვლაზე უარი თქვა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ნიგერიელი თავიდანვე უარზე იყო საუდის არაბეთში გადასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ სეზონში 30 მილიონს სთავაზობდნენ. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათანხმდა ტრანსფერს, მაგრამ ახლა ისევ უარზეა.

მიუხედავად იმისა, რომ „ალ-ჰილალი“ და „ნაპოლი“ 75 მილიონ ევროდ ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელმა უარი თქვა არაბული კლუბის შეთავაზებასა და საუდის არაბეთში თამაშზე.

ახლა საქმეში „გალათასარაი“ რჩება, რომელიც მზადაა ვიქტორი გამოისყიდოს. ოსიმენის სურვილიც ევროპაში დარჩენაა. გასულ სეზონში მან თურქული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0947