"მანჩესტერ სიტი" მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება "ქალაქელებმა" "ლიონთან" რაიან შერკის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი ინგლისსში დღეს გაფრინდება, სადაც ხვალ დილით სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს. რომანოს თქმით მხარეებს შორის ხელშეკრულება 2030 წლამდე გაფორმდება და "ლიონი" აღნიშნულ ტრანსფერიდან 40 მილიონს მიიღებს, რასაც დამატებით ბონუსებიც დაემატება.
შეგახსენებთმ რომ შერკი "ლიონის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, მან 2024-2025 წლების სეზონში 44 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.