კაზემირომ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრებში დამსახურებულად დაბრუნდა და არა იმიტომ, მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის იცნობს.
„ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში დავბრუნდი მას შემდეგ, რაც კარგ ფორმაში დავბრუნდი. აქ იმიტომ არ ვარ, რომ მწვრთნელს ვიცნობ, არამედ იმიტომ, რომ დავიმსახურე“, - თქვა კაზემირომ.
შეგახსენებთ, რომ კაზემირო ბრაზილიის ნაკრებს თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.







