საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მოლდოვაში ამხანაგურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომლის ბოლო შეხვედრაში სომხეთის 19-წლამდე ნაკრები 4:0 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, რადგან ნიკოლოზ ჩიქოვანმა და დავით გოგილაშვილმა დუბლები შეასრულეს და მეორე ნახევარში თამაშს ინტრიგა აღარ ჰქონია.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მოლდოვაში ტურნირზე სომხეთთან გამარჯვებამდე მოლდოვასთან (U19) 1:2 წააგო, ხოლო მოლდოვის 20-წლამდე ნაკრებს უგოლოდ დაუზავდა და პენალტების სერიაში განიცადა მარცხი.







