ფეხბურთი

1:05 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელის პირველი წაგება: ინგლისი სენეგალთან დამარცხდა

თომას ტუხელის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები პირველად დამარცხდა. „სამი ლომი“ ამხანაგურ მატჩში სენეგალთან დამარცხდა.

მატჩი ნოტინგემში გაიმართა, სადაც მეშვიდე წუთზე ჰარი კეინის გოლით დაწინაურდნენ მასპინძლები, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი გამოდგა. პირველი ტაიმის მიწურულს ისმაილა სარმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარში ჰაბიბ დიარამ და შეიხ საბალიმ კიდევ ორი გოლი გაიტანეს - 1:3.

ტუხელის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა აქამდე სამი მატჩი მოიგო, თუმცა, არცთუ ძლიერ მეტოქეებთან - ალბანეთთან, ლატვიასა და ანდორასთან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092094