ლონდონის „ჩელსიმ“ რამდენიმე ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა და ისინი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გუნდთან ერთად არ იქნებიან.
ლონდონური კლუბის „შავ სიაში“ ჟოაო ფელიქსი, ჯორჯე პეტროვიჩი, რაჰიმ სტერლინგი, აქსელ დისასი, ბენ ჩილველი, კენდრო პაესი და რენატო ვეიგა მოხვდნენ. ისინი კლუბს ამერიკაში არ მიჰყვებიან.
აღსანიშნავია, რომ ვეიგა იჯარით „იუვენტუსში“ იყო, რომელსაც მისი შენარჩუნება სურდა, მაგრამ „ჩელსიმ“ უარი უთხრა, სამაგიეროდ, პორტუგალიელი მცველი მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა მაინც დატოვა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე „ფლამენგოს“, „ესპერანსესა“ და „ლოს ანჯელესს“ შეხვდება.






