ფეხბურთი

21:09 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკ გრილიში "მანჩესტერ სიტის" დატოვებს

ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტის“ გეგმებში არ შედის და კლუბის დატოვება მოუწევს. 29 წლის ინგლისელი პეპ გვარდიოლას მსოფლიოს ჩემპიონატზეც არ მიჰყავს, რითაც ნათელია, რომ ზაფხულში კლუბი მის გაყიდვას ეცდება.

ჯერჯერობით, უცნობია, სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა გრილიშმა, რომელიც „სიტის“ დიდი მოლოდინით შეუერთდა, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა.

29 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ 2021 წლიდან თამაშობს და 157 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი. მანამდე გრილიშმა სახელი „ასტონ ვილაში“ თამაშით გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092969