სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:45 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლეროი ზანე "გალათასარაიში" ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი ლეროი ზანე კარიერას „გალათასარაიში“ გააგრძელებს.

ფეხბურთელსა და თურქულ კლუბს შორის სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია. გერმანელს სტამბოლში დღეს ელოდებიან, რის შემდგომაც სამედიცინო შემოწმებად გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

ის „გალათასარაის“ უფასოდ შეუერთდება, რადგან „ბაიერნთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რომელსაც არ განაახლებს.

ლეროი ზანე „ბაიერნში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 220 მატჩში 61 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერ სიტისა“ და „შალკეს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099541