მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ იტალიურ „მილანში“ გადასასვლელად სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მზადებას დაასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
„მანამდე არანაირი ტრანსფერი ან ოფიციალური ნაბიჯი არ იქნება, რადგან მოდრიჩს სურს სრულად კონცენტრირება მოახდინოს მადრიდის „რეალზე“, - წერს რომანო.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 39 წლის მოდრიჩი „მილანთან“ ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებდა. ოფიციალურად ხორვატს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.
2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.









