ფეხბურთი

16:08 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუა: "ყველაფერი ჩვენს ხელშია და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გაბრიელ სიგუამ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ვაგრძელებთ მომზადებას დარჩენილი ორი მატჩისთვის და ვეცდებით, მაქსიმუმს მივაღწიოთ. ჯერ არ დამთავრებულა არაფერი, მაგრამ კარგ სიტუაციაში ვართ, ჩვენს ხელშია ყველაფერი და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

გარდამტეხი ის იყო, რომ მონდომებულები ვიყავით, არ დავნებდით ბოლო წამამდე, მაქსიმუმი გავაკეთეთ და ამან გამოიღო შედეგი, ერთობამ და ერთიანობამ“, - თქვა სიგუამ.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083558