საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი ზაფხულში „შახტარის“ დატოვებას არ გამორიცხავს.
„ეს სეზონი რთული იყო. მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო ჩემი სათამაშო დრო გასულ სეზონში, მას უნდა ჰკითხოთ, რა მოხდა არასწორად. იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რაღაც კარგი მოხდება. არის შეთავაზებები, ვერ ვიტყვი საიდან. იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი ტრანსფერში დამეხმარება. ომი და ოჯახისგან შორს ყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია“, - თქვა აზაროვმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ირაკლი აზაროვმა „შახტარის“ რიგებში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასით გამოირჩა.