ლეროი ზანე "გალათასარაის" ფეხბურთელია. გერმანელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ის „გალათასარაის“ უფასოდ შეუერთდა, რადგან „ბაიერნთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც არ განაახლა.
ლეროი ზანე „ბაიერნში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 220 მატჩში 61 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერ სიტისა“ და „შალკეს“ ღირსებას იცავდა.









