მადრიდის „რეალში“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი წარადგინეს. როგორც მან თქვა, იცის, რომ „სამეფო კლუბში“ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ის ამისთვის მზადაა:
„რეალში“ გადასვლა ყოველდღე არ ხდება, ეს ოცნების ახდენაა. ვიცი, რომ ამ კლუბში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მზად ვარ. ყოველი მოპოვებული ტიტული მომდევნო ტიტულის მოსაგებად სტიმულია, წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია, რომელიც ამ უიქ-ენდზე იწყება. მადლობა პრეზიდენტს და კლუბს ამ შესაძლებლობისთვის.
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, მოუთმენლად ველი „რეალის“ ფანებისთვის ჩემი თამაშის ჩვენებას. მოუთმენლად ველი ბევრი ტიტულის მოგებას, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ზრდას“, - თქვა ტრენტმა.